როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ევროპაში დასეირნობს და „სელფებს“ იღებს, მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ინტენსიურად მუშაობს.

„მივესალმები სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას. გულახდილად მივესალმები, თუ ისინი ჩამოყალიბდებიან ერთ სუბიექტად. სამი პოლიტიკური პარტიის ერთ პარტიად გადაქცევა გააძლიერებს თითოეულ მათგანს“ - აცხადებს მელია.

„პარლამენტში საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი არ არის. მათი ჟანრები განსხვავებულია საცირკო წარმოდგენაში, მაგრამ მათი ტანდემი „გლოვოს“ კურიერის ამპლუაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

ეგ პარლამენტი არის შაპიტო. მანდ არაფერზე არ უნდა მიხვიდე, - ასე ეხმაურება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენებს.