„გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო“ - წერს შარვაშიძე სოციალურ ქსელში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი, ვინც 10 ივნისს რექტორის კაბინეტი დაიკავა, ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი შესრულდა

"სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა საერთო საცხოვრებლის, ფინანსური გამჭვირვალობის თემებზე" - აღნიშნულია თსუ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.