კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.

„რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“,- განაცხადა ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

"რაც შეეხება ღამის კლუბებს, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ სეგმენტს ფუნქციონირების საშუალება მიეცეს და მეორე მხრივ, მისი მუშაობა გადაზღვეული იყოს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით".

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, "პისიარ" ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.