"2 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ. ასევე ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის" - განაცხადა კობახიძემ.

"ჩვენ ვაპირებთ, მეორე ტურებისთვის არა ცოცხებით და სხვა ნივთებით შეიარაღებული, არამედ დროშებით და გამარჯვების რწმენით გამსჭვალული ადამიანების მობილიზაცია მოვახდინოთ", - ამბობს ბოკუჩავა.

​ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით გვყავს, არის აბსოლუტურად დესტრუქციული და მათ არანაირი საერთო თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებთან არ აქვთ.

„თუ სადმე რაიმე ცვლილება მოხდა, საზოგადოებას პირველი ეცოდინება და უკეთესობისკენ იქნება, პრემიერთან და სხვა ლიდერებთან დაკავშირებით აგორებულ ჭორებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.