შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. წინადადებებს, რომელიც დღეს კუჭავას წარუდგინეს, 11 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

„შეხვედრა გაიმართება ხუთშაბათს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როდის განიხილება და როგორი ვერსია იქნება გამოტანილი“, - განაცხადა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.