პროცესზე წარმოდგენილი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმიც, რომელშიც სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო. სხდომა 20 ივნისს ჩატარდება.

"დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა: ყველა, ვინც გამოდის ქუჩაში, არის "ნაციონალი" და ჩვენ თუ დავწევთ აქციზს, შევამცირებთ დღგ-ს, ჩვენ დავკარგავთ მილიარდ ლარს და ეს როგორ შეიძლება", - განაცხადა პროცესზე სააკაშვილმა.

"არ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით, მაგრამ ცივილიზებული კითხვა პასუხი, "აბა ამ კონკრეტულ საკითხზე რას ფიქრობთ" - ერთ საკითხზე არის სალაპარაკო - როდის წახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას" - განაცხადა სააკაშვილმა.