გახარია პრინციპში შეისრუტავს იმ ხმებს, ვისაც აღარ მოსწონს "ქართული ოცნება", მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", - აცხადებს მამუკა გაყმრელიძე.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღმოჩნდა ვაშინგტონში, რასაც მედიაში სპეკულაცია მოჰყვა, რომ თითქოს ქვეყნის ორი ყოფილ ლიდერს შორის ფარული შეხვედრა შედგა.