„მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის იგივე ჯგუფიდან, როგორც ყვავილი და შესაბამისად, ამიტომაც არის პირველი ვარაუდი, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა იმუშავებს ამ ვირუსის წინააღმდეგაც.“

"ისევე, როგორც კოვიდ-19-ის შემთხვევაში, ახლაც, ვაქცინის დოზები ნაწილდება პროპორციულად, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის მიხედვით. ესპანეთის შემდეგ, ვაქცინებს მალევე მიიღებს პორტუგალია, გერმანია და ბელგია" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ზაზა წერეთელის განცხადებით, ვირუსით შესაძლოა ყველა დაინფიცირდეს, თუმცა ამ მომენტში ამ შემთხვევათა დიდი რაოდენობა - 90% ახალგაზრდა მამაკაცებში ხვდება.

„შეიძლება ბავშვსაც, ქალსაც დაემართოს“, - აცხადებს ზაზა წერეთელი "ფორტუნასთან" და აქვე აღნიშნავს, რომ ახალი პანდემია და მასობრივი ვაქცინაცია გამორიცხულია, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ კონტაქტებისა ან რის-ჯგუფში მყოფი ადამიანების აცრაზე.

"მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა" - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.