„ყველამ იცის, რომ გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის რუპორია, ის რაღაცებს სთხოვს, მერე ეს ახმოვანებს. ის სააკაშვილის როლის ხაზგასმას აკეთებს აღმატებით ხარისხში,“ - თქვა კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

შეკითხვაზე განიხილება თუ არა, მათი ცვლილება „ქართული ოცნების“ გუნდში - უპასუხა, რომ ყველა ლიდერი მოწონების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ.