უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების მეპატრონეებთან კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.

„რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“,- განაცხადა ღიბრაძემ.

არსებული ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ, რამაც კითხვები გააჩინა.

"რაც შეეხება ღამის კლუბებს, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რომ ერთი მხრივ სეგმენტს ფუნქციონირების საშუალება მიეცეს და მეორე მხრივ, მისი მუშაობა გადაზღვეული იყოს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით".