"მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს" - აცხადებს გამყრელიძე.

"ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% "ომიკრონზე" მოდის. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და გახლავთ 80%, რეგიონში კი 40-60%-ის ფარგლებშია", - აცხადებს გამყრელიძე.

"ბავშვი შეიძლება იყოს აცრილიც, შეიძლება იყოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი, სადაც არიან ასაკოვანი ადამიანები, ასეთ ოჯახებსაც, მე როგორც ექიმი, ონლაინსწავლებაზე გადასვლას ვურჩევდი", - განაცხადა კულუმბეგოვმა.