"კომისიამ ისეთი კანდიდატების წარდგენას დაუჭირა მხარი, რომელთაც არც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მისცეს ხმა და არც საპარლამენტო ოპოზიციამ" - წერია მიმართვაში.

მისივე განცხადებით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ეკისრება, თუმცა პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირებიც არიან, რომლებიც ცესკო-ში მუშაობენ და მათ მიმართ საზოგადოებაში „ნდობა არ არსებობს“. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ცესკოს 6-თვიანი თავმჯდომარის დანიშვნას ცდილობს, რომელიც მათი მორჩილი იქნება და არჩევნების გაყალბებაში დაეხმარება.

ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მოუსმენს.