როგორც კულუმბეგოვმა განმარტა, ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია და 75%-იანი ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის შემდეგ ეფექტურობა 30-დან 50%-მდეა. 

"ბავშვი შეიძლება იყოს აცრილიც, შეიძლება იყოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი, სადაც არიან ასაკოვანი ადამიანები, ასეთ ოჯახებსაც, მე როგორც ექიმი, ონლაინსწავლებაზე გადასვლას ვურჩევდი", - განაცხადა კულუმბეგოვმა.