რაც შეეხება მომდევნო პროცესებს ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს პრიორიტეტი იმიტომ, რომ აუცილებელია მისი რეაბილიტაცია წავიდეს ჯანსაღად“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

„მკაფიოდ გაეცათ პასუხი, რომ არცერთი იქ არსებული ფრაზა, იქნებოდა ეს დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან თუ ქართველ ხალხთან, არ არის თემურ ალასანიას საუბარი, ეს არის შეკოწიწებული მისი სხვადასხვა საუბრიდან, გამოყვანილია ისეთი შინაარსი, რომ ხალხი აღშფოთდეს“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ ამაში არ იგულისხმება შიმშილობის ხელახლა დაწყება.