რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები „რუსი მშვიდობისმყოფელების“ ზონაში შევიდნენ. როგორც მოსკოვში აცხადებენ, ეს არის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი განცხადების დარღვევა.

ერდოღანი სიტუაციის გამწვავებამდე აცხადებდა, რომ რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანდა და მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.