"ამ პროცესის პროგრესის და ყველა ვითარების გათვალისწინებით, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას. წესების თანახმად, ამას ასევე 24 დღე დასჭირდება და ამბობენ, რომ ეს შიმშილობაზე რთულიც კია," - წერს რუსი ოპოზიციონერი.

რუსეთის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაში ექვსი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო ტელეარხ „დოჟდის“ თანახმად, მოსკოვში გამოსულ დემონსტრანტთა რიცხვი ათი ათას აღწევდა.