როგორც ალექსანდრე გოგინავამ "ფორტუნას" გადაცემაში "კვირის თემა" აღნიშნა, 7-დღიანი იზოლაციის შემდეგ ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გადამდები არ არის.

არის მოლოდინი, რომ მომავალ კვირაში ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. მთავარი, რითაც ჩვენ ავიცილებთ სამომავლოდ ეპიდსიტუაციის დრამატულ გაუარესებას, ეს არის ვაქცინაციის პროცესი, - აღნიშნა ინფექციონისტმა.