საზაფხულო აქციები და შეთავაზებები ,,ავერსში" - ლალი ბრეგვაძე გადაცემაში ,,პულსი"

გადაცემის ლაივი LIVE

15 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას ,,პულსი” კომპანია „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე სტუმრობდა, რომელმაც „ავერსის“ ახალ აქციებსა და შეთავაზებებზე ისაუბრა.

– ლალი, ძალიან საინტერესო სიახლე შესთავაზეთ მომხმარებელს სწრაფი გადახდის აპარატების შემოღებით. საინტერესოა, როგორ გაჩნდა მსგავსი სერვისის იდეა?

– ჩვენი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, როცა მუდმივად დროის დეფიციტს განვიცდით, სწრაფი გადახდის აპარატები მართლაც მეტად მოხერხებული სერვისია. მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია სასურველი პროდუქტის შერჩევა და მისი შეძენა აპარატზე მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სერვისის შემოღებას თავისი აქციებიც მოჰყვა. სწორედ ახლა გვაქვს აქცია თმის მოვლის საშუალებებზე, რომელიც ორი პროდუქტის სწრაფი გადახდის აპარატით შეძენის შემთხვევაში ორს საჩუქრად ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, „ავერსი“ მუდმივად აწყობს აქციებს, თუმცა მსგავს საჩუქარს მომხმარებელი მხოლოდ სწრაფი გადახდის აპარატით შეძენის შემთხვევაში მიიღებს.

– რამდენადაც ვიცი, სხვა აქციებიც მრავლად გაქვთ. რას სთავაზობთ მომხმარებელს ზაფხულის სეზონზე?

– უამრავი აქცია გვაქვს, ამიტომ ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება. უმჯობესია მომხმარებელი თავად ეწვიოს ჩვენს ფეისბუქ-გვერდს და მოიძიოს მისთვის სასურველი აქცია, მით უფრო, რომ ზაფხულის სეზონისთვის მეტად საჭირო პროდუქტს ვთავაზობთ საჩუქრებითა და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

– რამდენად ვრცელდება ფასდაკლების აქცია მედიკამენტებზე?

– მედიკამენტებზე აქციებს ყოველი კვირის ბოლოს – პარასკევს, შაბათსა და კვირას ვაწყობთ და მომხმარებელს სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ჯგუფებზე ვთავაზობთ ფასდაკლებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა აქციას წინასწარ ვაანონსებთ, რომელთა გაცნობა ისევ ჩვენს გვერდზეა შესაძლებელი.

– რა პრინციპით გეგმავთ აქციებს?

– „ავერსს“ თავისი სამარკეტინგო ჯგუფი ჰყავს, რომელიც საოცრად გონიერ და კრეატიულ ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ისინი გეგმავენ აქციებს, ჩვენი სამსახური კი, ინფორმაციის გავრცელებაზე ზრუნავს.

– რას გულისხმობს გულების აქცია?

– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ გულების აქცია დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. გულები შენაძენის მიხედვით გროვდება და სწორედ მათი დახმარებით იღებს მომხმარებელი ფასდაკლებას. აქვე აღვნიშნავ, რომ გულის მიღება ყოველ 20 ლარიან შენაძენზე შეიძლება, 5 გულის შეგროვება კი – 50%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.

– ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო საბავშვო სივრცეები გაკეთდა ჩვენს სააფთიაქო ქსელში,

– ბავშვებთან ერთად მშობლებსაც ძალიან მოსწონთ მსგავსი სივრცეები, რადგან ყოველთვის მშვიდად არიან, როცა ბავშვი თავისი საქმითაა გართული, თვითონ კი არსად ჩქარობენ.

– რატომ გადაწყვიტეთ ცნობილ ფესტივალში „არტ-გენში“ მონაწილეობა?

– ფესტივალს შარშან შევუერთდით, რაც ძალიან გვახარებს, რადგან სწორედ არტ-გენი მიგვაჩნია ყველაზე ეროვნულ ღონისძიებად, რომელიც აქტიურად უწევს პროპაგანდას ქართულ კულტურას. „ავერსი“ ფესტივალზე საკუთარი სივრცითაა წარმოდგენილი, რომელიც სტუმრებს მშვიდ გარემოში დასვენებასთან ერთად სხვადასხვა გათამაშებასა და უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.