რატომ გაძვირდა ბენზინი, ვის უნდა მოვთხოვოთ ფასების შემცირება და გაამართლებს თუ არა ნავთობკომპანიებისის მიმართ პროტესტი / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

რატომ გვაქვს ბენზინის ასეთი ფასები საქართველოში?

მოგეხსენებათ. შარშან პანდემიის დროს ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამან გამოიწვია ნავთობზე ფასების შემცირება.

თუმცა პარალელურად ამას მოჰყვა ლარის გაუფასურება და ჩვენთან ფასების შემცირება საწვავზე ლარის კურსიდან გამომდინარე არ ყოფილა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა.

მეორე საკითხია, რომ წელს, 2021 წლიდან ნავთობის ფასმა დაიწყო განუხრელი მატება. თითქმის 100%-ით არის შარშანდელთან შედარებით ერთი ბარელი ნავთობის  ფასი გაზრდილი.

საერთაშორისო ბირჟებზე ერთი ნავთობი ბარელის ფასი დაახლოებით 85 დოლარია.

საქართველო კი როგორც ნავთობის არამწარმოებელი ქვეყანა, მომხმარებელი და იმპორტიორი სამწუხაროდ დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე.

ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე ძირითადად იყიდება დოლარში. მის ფასს ჩვენთან განსაზღვრავს ერთი საერთაშორისო ბაზარი.

ნავთობის ფასს თავისთავად განსაზღვრავს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.

ასევე მნიშვნელოვანია ის მოსაკრებლები და გადასახადები, რაც არის საწვავთან დაკავშირებული.

ეს კი ძირითადად არის იმ აქციზის გადასახადი, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ძირითადად იზრდებოდა.

აქციზის გადასახადი არის საკმაოდ მაღალი. საქართველოს კონსტიტუციით, სხვა გადასახედბის გაზრდას სჭირდება რეფერენდუმი. თუმცა ეს არ ეხება აქციზს, შესაბამისად „ქართული ოცნების“ მთავრობამ ისარგებლა ამით და გაზარდა აქციზის ფასი საწვავზე.

შესაბამისად დღეს 3. 15 ლარია ერთი ლიტრი რეგულარი ნავთობის ფასი.

ეს ფასი გამოწვეულია საერთაშორისო ბაზრითაც და ასევე გამოწვეულია ლარის ძალიან ცუდი გაცვლითი კურსით, 3.15 ლარი ღირს ერთი ამერიკული დოლარი და ასევე იმ აქციზით, რომელიც არის ბაზარზე.

ამავდროულად ჩვენ ვაკვირდებით, რომ მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა საკმაოდ სამართლიანად გააპროტესტეს ფასები, მაგრამ ვფიქრობ, მათი პროტესტი არაა სწორად მიმართული.
რადგან ისინი ძირითადად აპროტესტებენ რამდენიმე ნავთობპროდუქტების ფასებს და არა იმას, თუ რა არის ამ საწვავის ფასის ზრდის მიზეზი.

ნებისმიერი პროდუქტის ფასს, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს პროდუქტის მოთხოვნა – მიწოდება.

როგორც ვხედავთ, მოთხოვნა მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე მოთხოვნა არ მცირდება, ფასები იმატებს და შესაბამისად ნავთობის ფასი განუხრელად იზრდება იმ მიზეზების გამო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების პროტესტი სწორი მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. მოვთხოვოთ ჩვენ მთავრობას, რომ შეამციროს აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც ავტომატურად გამოიწვევს საწვავზე ფასების შემცირებას.

ან მოვითხოვოთ ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად გაძლიერდეს და შესაბამისად დოლართან მიმართებაში გამყარდეს ლარი, რაც ასევე გამოიწვევს საწვავზე ფასის შემცირებას.

ამიტომ ყველა პროტესტს უნდა ჰქონდეს სწორი მიმართულება და სწორ ინსტიტუციას უნდა მოვთხოვოთ მასზე ფასის შემცირება.

ნავთობკომპანიებზე ბევრი არაა ამ შემთხვევაში დამოკიდებული. თორემ ლოგიკურია, რომ ნებისმიერი გამყიდველისთვის, როდესაც პროდუქტზე ფასი იზრდება, მისი რეალიზება უფრო მეტი ხდება.

აქ მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ მოგების ის მარჟა, რომელიც აქვთ ნავთობკომპანიებს.

მოგების მარჟა ჩემი ინფორმაციით, არ გაზრდილა. მოგების მარჟა პროცენტულად დარჩა იგივე, მაგრამ ფასი გაიზარდა, რამაც გარკვეულწილად მოხმარება შეამცირა, თუმცა არა ისე, რომ ამან გამოიწვიოს საწვავზე შემცირება.

საწვავის ფასი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა საქონლისა და მომსახურების ფასთან დაკავშირებით.

თუ იზრდება საწვავის ფასი, ის ძვირდება არამხოლოდ იმპორტირებულებისთვის, არამედ ის უკვე აძვირებს ადგილობრივ პროდუქციასაც, რადგან ყველაფერს სჭირდება საწვავი და ყველაფერს სჭირდება ტრანსპორტირება.

ადამიანებს, სამსახურამდე მისასვლელად ტრანსპორტი სჭირდებათ.

და თუ მათ ეს უძვირდებათ, თავისთავად ცხოვრებაც ძვირდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რა არის მიზეზი ნებისმიერი პროდუქტის გაძვირების მიზეზი და თუ რამეს ვაპროტესტებთ, უნდა გავაპროტესტოთ სწორი მიმართულებით.

სამწუხაროდ ნავთობკომპანიებმა ძალიანაც რომ მოინდომონ, ერთადერთი რასაც მოახერხებენ ისაა, რომ საერთოდ ვერ გაყიდიან ამ საწვავს და თუ ბიზნესმა ვერ ნახა შესაბამისი მოგება, მის ოპერირებას საერთოდ აზრი არ აქვს.

მე ნამდვილად ვერ გამოვდგები ნავთობის იმპორტირებული კომპანიების დამცველად, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი პრეტენზიის ადრესატი უნდა იყოს ხელისუფლება და არა ნავთობის იმპორტიური კომპანიები.

მათ უნდა მოვთხოვოთ ნავთობზე აქციზის ფასის შემცირება და ეს გაცილებით უფრო სამართლიანი და პროდუქტიული იქნება, ვიდრე ნავთობკომპანიების მიმართ პროტესტი,
რომელიც სამწუხაროდ რეალურ შედეგს არ მოგვცემს.

ჩვენ გვახსოვს, ძალიან ბევრის რეაქცია, რომელიც დასრულდა უშედეგოდ. რაც არ უნდა ვაპროტესტოთ საქართველოში საერთშორისო ბაზარზე, ნავთობის ფასების შემცირებას ჩვენ ამით ვერ გამოვიწვევთ.

მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს აქციზის გადასახადი და გამყარდეს ლარი, დოლართან მიმართებაში, რაც ავტომატურად გამოიწვევს საწვავის ფასის შემცირებას.

თუმცა სამწუხაროდ ამ ეტაპზე საერთაშორისო ბაზარზე ისეთი ტენდენციაა, რომ ნავთობის ფასების შემცირება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არაა.