რა წესების დაწესება სჭირდებათ მოზარდებს და რატომ - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რა წესების დაწესება სჭირდებათ მოზარდებს და რატომ – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა ისაუბრა.

როდის იწყება მოზარდობა?

მოზარდობის ასაკი გულისხმობს ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური და სოციალური სფეროების ინტენსიური ზრდისა და ცვლილების პროცესს. გასაკვირი არ არის, რომ ეს პერიოდი მოიცავს დაბნეულობას ოჯახურ დინამიკაში. ეს საკითხი ინდივიდუალურია. შეიძლება გამოიყოს ნაადრევი, დაგვიანებული, სწრაფი და ნელი, მაგრამ მუდმივი, მდგრადი განვითარება. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი დიაპაზონი არსებობს იმისა, რაც ნორმად ითვლება.

ემოციური ცვლილებები:

მოზარდის ემოციური მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელი და ცვალებადი იყოს. ეს იმის ბრალია, რომ თქვენი შვილი ჯერ კიდე სწავლობს საკუთარი ემოციების კონტროლსა და გამოხატვას. გარდა ამისა, ამ დროს მოზარდები უფრო მგრძნობიარეები ხდებიან მშობლების ემოციების მიმართ. სხვა ადამიანების ემოციების გაგებისას მათ შეიძლება არასწორად აღიქვან სახის გამომეტყველება და სხეულის ენა. ამავე დროს, შესაძლოა, თქვენი შვილი მოქმედებდეს ფიქრის გარეშე. გადაწყვეტილების მიღების უნარი ამ პერიოდში ყალიბდება და მოზარდები ჯერ კიდე სწავლობენ, რომ მათ ქმედებებს კონკრეტული შედეგები და ზოგჯერ რისკებიც მოჰყვება.

სოციალურ ცვლილებები:

მოზარდები ეძებენ საკუთარ თავს და აინტერესებთ, თუ რამდენად ერგებიან სამყაროს. ამ პერიოდში იწყებენ იდენტობის ძიებას, იცვლიან ჩაცმის სტილს, მუსიკალურ გემოვნებას, მეგობრების წრეს და ა.შ. მთავარი მიზანი მოზარდობის ასაკისა არის დამოუკიდებლობის მიღწევა. ამისათვის მოზარდები შორდებიან მშობლებს – განსაკუთრებით მათ, რომელთანაც უფრო ახლოს არიან. მშობლებისთვის ეს პროცესი მტკივნეულია და ისე იგრძნობა, თითქოს მოზარდი მუდმივად დაპირისპირებაშია მათთან და მათ გვერდით ყოფნა არ სურს. მოზარდები მეტს ფიქრობენ „კარგისა“ და „ცუდის“ შესახებ.

თქვენი სიტყვები და ქმედებები უქმნის მოზარდს იმის შეგრძნებას თუ რა არის სწორი და რაარასწორი

. მოწიფულობასთან ერთად მოზარდები უფრო რაციონალურად და აბსტრაქტულად აზროვნებენ, უყალიბდება ღირებულებები და მორალი. ამიტომ აუცილებელია სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება.

ინფორმირებულობა – იკითხეთ წიგნები მოზარდების შესახებ. დაფიქრდით და გაიხსენეთ საკუთარი მოზარდობის პერიოდი. გქონდეთ მოლოდინი, რომ თქვენს შვილს გუნება-განწყობა შეეცვლება. მოემზადეთ კონფლიქტებისათვის. რაც მეტი იცით, უკეთ შემზადება შეგეძლებათ. საუბარი – მენსტრუაციასა და სველი სიზმრების შესახებ საუბრის დაწყება მას შემდეგ, რაც აღნიშნული უკვე გამოვლინდა – გვიანია. პასუხი გაეცით ბავშვის მიერ დასმულ შეკითხვებს, თუმცა არ გადატვირთოთ ინფორმაციით. თუ არ იცით პასუხები, მიმართეთ სანდო მეგობარს, პედიატრს, ფსიქოლოგს, ვინც შეძლებს თქვენს დახმარებას.

სჭირდებათ თუ არა მოზარდებს წესები?

მოზარდებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ მშობლებს აქვთ კონკრეტული მოლოდინები: კარგი ნიშნების, საქციელის, წესების დაცვის და ა.შ. გონივრული მოლოდინების გარეშე, მოზარდმა შესაძლოა იფიქროს, რომ მშობელს იგი არ აინტერესებს და სულ ერთია. ყურადსაღები ნიშნები – გარკვეული ცვლილებები ნორმალურია მოზარდებისთვის, თუმცა ყურადღებით იყავით რადიკალური და განგრძობითი, პიროვნული და ქცევითი სიგნალებს მიმართ:

• წონის უკიდურესი მატება ან კლება;

• ძილის პრობლემები;

• ძალიან მკვეთრი პიროვნული ცვლილება;

• მეგობრების უეცარი ცვალებადობა;

• სკოლის ხშირი გაცდენა;

• აკადემიური მოსწრების გაუარესება;

• საუბარი და ან ხუმრობა სუიციდის შესახებ;

• ნიკოტინის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების ნიშნები;

• პრობლემები კანონთან.

მსგავსი ცვლილებები მშობლებს დროებითი ჰგონიათ ხოლმე. თუმცა ჩამონათვალში აღწერილი ქცევები გარკვეულ პრობლემას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ 6 კვირაზე მეტ დროს გრძელდება. მიმართეთ პირად ექიმს, ფსიქოლოგს და ან ფსიქიატრს, რათა უკეთ დაგაკვალიანონ.

მოზარდებს სჭირდებათ 8-9 საათიანი ძილი. წაახალისეთ ძილის ჰიგიენის დაცვა. დააწესეთ ეკრანის გამოყენების კონკრეტული დრო. აკონტროლეთ ინფორმაცია, რომლებსაც უყურებენ და კითხულობენ მოზარდები ინტერნეტ სივრცეში. ლიმიტების დაწესება ნორმალურია. ამის უფლება მშობლებს აქვთ.

მშობლებმა, უსაფრთხოების გათვალისწინებით, უნდა იცოდნენ სად მიდის მათი შვილი, როდის დაბრუნდება, რას გააკეთებს და ვისთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ყურადსაღებ ნიშნებს ამჩნევთ მოზარდს, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მის სივრცეში შეჭრა მანამ, სანამ არ გაიგებთ პრობლემის არსს.

  Ad desktop banner Ad mobile banner