რა ეტაპებია გასავლელი პიროვნული ტრანსფორმაციისთვის - FM ქოუჩი

რა ეტაპებია გასავლელი პიროვნული ტრანსფორმაციისთვის და რატომ სჭირდება ადამიანებს ეს პროცესი – მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ამ თემაზე პერსონალურმა ქოუჩმა ეკატერინე ჩიგოგიძემ ისაუბრა.

რა არის პიროვნული ტრანსფორმაცია?

ჩვენ ვცხოვრობთ საინფორმაციო ეპოქაში, როდესაც აღარ არის საკმარისი გქონდეს ინფორმაცია. დღეს საჭიროა იცოდე თუ როგორ გამოიყენო ეს ინფორმაცია პრაქტიკულ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს მხოლოდ ცნობიერების გაფართოებით არის შესაძლებელი ადამიანმა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს მიღებული ცოდნა. სხვა შემთხვევაში, ადამიანის ცნობიერება ჩამორჩება და ვეღარ დაეწევა გლობალურ პროცესებს. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს დაბალი და მაღალი ცნობიერების სტადიები, ვიცოდეთ როგორ განვავითაროთ ჩვენი გონებრივი და ემოციური ინტელექტი და შესაძლებლობები, რომ ფეხი ავუწყოთ სამყაროს დაჩქარებულ ტემპს, საჭიროა ვიცოდეთ რა ტრანსფორმაციები უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ ავიმაღლოთ პიროვნული განვითარების დონე და შესაბამისად შევქმნათ მაღალი დონის პირადი რეალობა. როდესაც რაიმეს ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მის გარდასახვას, სახეცვლილებას ან გარდაქმნას, მისი ფორმის და/ან შინაარსის ცვლილებას. კითხვები ტრანსფორმაციის შესახებ, როგორც წესი, უჩნდებათ ადამიანებს, რომლებიც თავად გადიან ტრანსფორმაციის პროცესს ან მათში იწყება გარკვეული ძვრები და მინიშნებები, რომ პროცესი იწყება, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.

რამდენად რთულია ეს პროცესი და რაში გვეხმარება?

კაცობრიობის მთელი ევოლუციის მანძილზე არაერთი მეცნიერული დარგი შეისწავლის ადამიანს და მისი ტრანსფორმაციის მსვლელობას. გლობალური პროგრესის, განსაკუთრებით სწრაფი ტექნოლოგიური გარღვევების ფონზე, იცვლება კვლევის მეთოდები და თავად ობიექტი. დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ მოპოვებული ინფორმაცია მუდმივი განახლების გარეშე ძალას კარგავს. და მაინც არის რაღაც, რაც რჩება ფუნდამენტურად უცვლელი – ეს არის ადამიანის საოპერაციო სისტემა. კი, მისი კომპონენტების შესაძლებლობები და პოტენციალი იცვლება, მაგრამ თავად სისტემა მდგრადია. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დავეყრდნოთ იმ ცოდნას, რაც უკვე არსებობს და გავუკეთოთ მას ახლებური ინტერპრეტაცია, დავინახოთ განსხვავებული აღქმით ადამიანი და მისი პიროვნული ტრანსფორმაცია. ვფიქრობ სწორედ ეს არის ის გარღვევა რომელიც ამდენი ხანია გვჭირდება ქართულ საზოგადოებაში, როდესაც პროფესიული და პიროვნული განვითარების სფერო მოახდენდნენ გაერთიანებას და ურთიერთმხარდაჭერას.

რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა?

არავინ არასდროს გვეკითხება ვინ გვინდა რომ გამოვიდეთ როგორც პიროვნება, რა თვისებები და უნარები გვინდა რომ გვქონდეს, როგორი მსოფლმხედველობა გვინდა რომ გვქონდეს, როგორი იდენტობა გვინდა რომ გვქონდეს. სიტყვა ტრანს-ფორმაცია რომ დავშალოთ მივიღებთ ორ სიტყვას ტრანს- რაღაცის მიღმა, გადაღმა, იქით, მეორე მხარეს, რაღაცის ფარგლებს გარეთ ფორმაცია – გარკვეული სტადია, საფეხური რაიმეს განვითარებაში. ანუ არსებობს უკვე ფორმირებული სტადია, წარმონაქმნი, ფორმა თავისი შინაარსით, რომელიც გარდაიქმნება, გარდაისახება, რაღაცის ფარგლებს გასცდება, გადავა იქითა მხარეს.

რა გვიშლის ხელს ტრანსფორმაციაში?

ისევე როგორც ბუნებაში ყველაფერი ვითარდება და ტრანსფორმირდება, ასე უნდა იყოს ადამიანიც, მაგრამ ადამიანის ტრანსფორმაციას სამი ძირითადი მტერი ჰყავს: 1. გარემო 2. დრო 3. სხეული.

თუ განათლებული, თავისუფალი, წარმატებულად მოაზროვნე ადამიანების გარემოცვაში არ გავჩნდით და არ გავიზარდეთ, თუ პიროვნული თავისუფლება და თვითრეალიზაცია არ არის ბავშვობიდან ჩვენი ჩვეული საარსებო გარემო, და თუ ჩვენი ბავშვობა მიმდინარეობდა შეზღუდვების, გაჭირვების, უქონლობის, აუხდენელი ოცნებების ფონზე, თუ ჩვენმა მშობლებმა ვერ მოახერხეს, რომ ჩვენთვის შეეყვარებინათ და ნაცნობი გაეხადათ ცვლილებები და ცვლილებებისადმი მოქნილობა და ადვილი ადაპტაციის უნარი, მაშინ დიდი შანსია, რომ ზრდასრულობის ასაკისთვის ჩვენ მოვაღწიეთ ბორკილ-დადებულებმა. ეს ბორკილები და ბლოკები უხილავია, ჩვენს გონებაშია, ჩვენს სხეულშია, ხელშესახები არ არის და ამიტომაც გარედან ისე ჩანს თითქოს არც არაფერი გვიჭერს, არაფერი გვაბრკოლებს, ჩვენი თავის პატრონები ჩვენ ვართ, როგორც გვინდა ისე წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ სინამდვილეში ეს ასეა? როგორც რუმი ამბობს: „ რატომ რჩები ციხეში, როცა კარები ასე ფართოდ ღიაა?“ ყველაფერი, რაც გარემოში წარმოადგენს სისტემას: სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ, საგვარეულო, ოჯახურ, პირად და ა.შ. – ნორმების დადგენასა და რეგულაციებში მოქცევასთან ერთად ადამიანს აქცევს საზღვრებში, რაც თავისთავად არ ნიშნავს რომ ცუდია. ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილებაა სწრაფვა წესრიგისადმი, ნაცნობისადმი, ჩვეულისადმი. ამიტომ გარემო არის ის, როს გარეშეც ვერ ვიარსებებთ. მაგრამ თუ ჩვენი გარემო ტოქსიკურია, შემზღუდავია, აგრესიულია – ამას დიდი გავლენა ექნება ჩვენს განვითარებაზე.

მეორე ფაქტორი დრო რომელიც ხშირად ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. უფრო სწორედ, ჩვენ აღვიქვამთ ასე. დრო, რომელსაც ნაკადის მდგომარეობაში ანუ ჩვენი საყვარელი საქმიანობის კეთების დროს ვატარებთ, გადის სწრაფად. ის დრო კი, როდესაც ჩვენთვის არასასიამოვნო ან დისკომფორტულ რამეს ვაკეთებთ, გადის ნელა. სინამდვილეში, ეს სულ ჩვენი ტვინის ხრიკებია. დრო როგორც მიედინებოდა, ისე მიდის, ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება და ან გვათავისუფლებს ან გვზღუდავს. ასევე ლოკალურ-კოლექტიური პარადიგმების ზეგავლენით, საქართველოში არაერთი მიზნის მიღწევა, სურვილის ასრულება თუ რაღაც სოციალური კრიტერიუმის დაკმაყოფილება დაკავშირებულია ასაკთან და დროსთან. მაგ, რეპროდუქციულ ან კარიერულ თემაში. კი, რა თქმა უნდა ჩვენ ამოწურვადი გვაქვს ბიოლოგიური რესურსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უარი უნდა ვთქვათ რაღაცაზე, რაც ძალიან გვინდა მხოლოდ ასაკის გამო ან პირიქით შევურიგდეთ იმას, რომ რაღაც მიზანს ვერ მივაღწევთ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე გარკვეულ ასაკში ვართ.

და ბოლოს, მთავარიჩვენი სხეული. თუ მასთან დამეგობრება და კარგი კომუნიკაცია ვერ შევძელით, ცუდ დღეში ჩაგვაგდებს, არ დაგვემორჩილება, ყველა „გადაწყვეტილებას“ საბოტაჟს გაუკეთებს. სხეულის ენა ეს არის გრძნობები და ემოციები, ამიტომ არის საჭირო რომ განვავითაროთ და ვისწავლოთ ემოციური ინტელექტის თემა და სხეულის დაუფლების და მართვის ტექნიკები. რაც უფრო შევეწინააღმდეგებით ცვლილებას, ტრანსფორმაციას, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად დაიწყო, მით უფრო გავწვალდებით. თუ ჩვენ თვითონ ვისწავლით როგორც გავხდეთ ცვლილების აგენტები ანუ დავასწროთ ჩვენივე გონების მსვლელობას და ერთგვარი „თამაშის“ ფორმატში შევთავაზოთ მას გარკვეული სცენარები, თუ მოვახერხებთ, რომ არ მივეჯაჭვოთ წარსულს, ვიცოდეთ ენერგიის გენერირების და განახლების მეთოდები – მაშინ გაგვიადვილდება.

არსებობს 4 დონე, რომელზეც არსებობს ადამიანი: 1 საფეხური

მსხვერპლიცხოვრება მემართება მე“;

2 საფეხურიშემოქმედიცხოვრებას ვმართავ მე;

3 საფეხურიარხიცხოვრება მოედინება ჩემი გავლით;

4 საფეხურიყოფნაჩემი ცხოვრება სრულად ერწყმის სამყაროს.