"მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო დიდი პრობლების წინაშე აღმოჩნდება" - იურისტის რჩევები დასაქმებულებს და დამსაქმებლებს

შრომითი უფლებები – თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ოფიციალურად არ არის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული, მაგრამ ფაქტობრივი სიტუაცია სხვანაირია. ყველაზე მეტი პრობლემა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ გამოიწვია, რის გამოც თანამშრომლები სამსახურამდე ვერ მიდიან, დამსაქმებლების ნაწილი კი ტრანსპორტირებას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენ იურიდიული კონსულტაციისთვის გადაცემაში მოვიწვიეთ ადვოკატი რაულ აგიკიანი. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს მოკლე ვერსიას, ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ ინტერვიუში განთავსებულ ლინკზე.

– რაულ, ჩვენ შორმით უფლებებზე სხვა გადაცემებშიც ვისაუბრეთ სხვა სტუმრებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, ყველაზე მეტი ქეისი ბოლო დროს სწორედ ამ მიმართულებით შემოდის თქვენტან. რა მთავარი გამოწვევებია დღეს ამ კუთხით

– ძალიან მოუქნელი შრომის კოდექსი გვაქვს – ეს უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში. კანონმდებლობა ვერ პასუხობს მთელ რიგ გამოწვევებს, მათ შორის იმ პრობლემებს, რაც ახლა კორონაპანდემიამ გააჩინა. ძალიან გართულდა ამ სიტუაციაში შრომითი ურთიერთობები. შეუძლებელია, რომ მხოლოდ ხელშეკრულებით მოვაგვაროთ პრობლემები. გართულდა, როგორც ბიზნესის, ისე დასაქმებულების ინტერესების დაცვა. მეორეს მხრივ- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ გაურკვეველი დროით შეაჩეროს საზოგადოებრვი ტრანსპორტი, შეუშალა ხელი თუნდაც იმას, რომ რომელი ობიექტებიც ფუნქციონირებენ, იქამდე მივიდეს თანამშრომელი.  ტაქსით გადაადგილება ძვირი ფუფუნებაა, ისედაც მათი ფასი გაიზარდა.

– ძირითადად, რა პრობლემები გაჩნდა ამ მიმართულებით, რომ ჩამოვყაროთ რამდენიმე მთავარი გამოწვევა

– მნიშვნელოვანია, რა ხდება მაშინ, როცა გვაქვს შემთხვევა, რომელიც არ არის კოდექსში გაწერილი, დამსაქმებელს ეუბნები, რომ ვერ მოვალ და უზრუნველყავი ტრანსპორტირება, ეს დამსაქმებელს უჭირს. ფაქტობრივად,

სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩაგვაყენა, მაგრამ არ ჰქვია ამას საგანგებო. ეს რომ გამოცხადებულიყო, ბევრი რამ გამარტივდებოდა, იმიტომ რომ ფორსმაჟორი დაერქმეოდა.სეთ დროს დასაქმებული ლეგიტიმურად ითხოვს ტრანსპორტს, მეორე მხცრივ – დამსაქმებელი საიდან მოიტანს დამატებით სახსრებს ტრანსპორტირებისთვის. ანუ ფაქტორბივად, გაურკვეველი ვითარებაა ქვეყანაში. სასამართლო ასეთი საქმეებით ალბათ, დაიტვირთება, თუმცა ვიცით პრაქტიკა ანუ უფრო მეტად დასაქმებულების ინტერესების გათვალისწინება ხდება. საბოლოოდ, მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. 

– რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემთ ჩვენს მსმენელებს

– პირველ რიგში, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უნდა არსებობდეს შემათანხმებელი პროცედურები, რადგან გასაგებია, რომ მთავრობა არ არქმევს ყველაფერს თავის სახელს, მაგრამ ფაქტია, რაც ხდება. ასე რომ დამსაქმებელბა   სახელშეკრულებო პირობების ადაპტირების კუთხით უნდა დაიწყოს შემათანხმებელი პროცედურები. ბევრი თემაა აქ პრობლემური. რაც უფრო მალე დაიწყებს კომპანია ამის დალაგებას, სახელშეკრულებო პირობების გადახედვას, მით უკეთესია. სხვა შემთხვევაში არც დასაქმებულები იქნებიან კარგ მდგომარეობაში და არც დამსაქმებლები. შეიძლება დასაქმებულის საჩივარი დააკმაყოფილოს სასამართლომ, მაგრამ დავუშვათ კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ასეთ შემთხვევაში ვერაფერს იზამს. ამიტომ მთავარი რჩევაა, გადახედონ ხელშეკრულებებს.