,,ჯაზ-ფესტივალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად რომ დავუკარი, ქუინ დეივისი გავიცანი, რომელმაც ნიუ ორლეანში დაგვპატიჟა" - სალიო

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სალიო ბენდის წევრებთან ერთად სტუმრობდა. მათ დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს და ახალი ნამუშევრები და ახალი ალბომიც დააანონსეს.

სალიო: გუშინ ძალიან მაგარი კონცერტი გვქონდა და ძალიან მაგარი განწყობა გვაქვს, რადგან ისევ ვგეგმავთ კონცერტს 4 აგვისტოს „MONO HALL BATUM“ – ში. ძალიან გამიხარდება, თუ ჩვენთან ერთად ყოფნას მოახერხებთ.

პაპუნა, როგორია სალომესთან ერთად მუშაობის პროცესი?

პაპუნა: ისეთი, როგორიც სალომეა, იდეალური, დაუგეგმავი, სიურპრიზებით სავსე და ა.შ. ძალიან საინტერესოა მასთან მეგობრობაც და მუშაობაც.

როგორი იქნება „მონო ჰოლის“ კონცერტი?

ბექა: ძალიან მაგარი ლაივი იქნება.

ახალ სიმღერებზე და ალბომზე თუ მუშაობთ?

სალიო: თვის ბოლოს უკვე დავაანონსებთ, როდის გამოვა ჩვენი ახალი ალბომი. უკვე თითქმის ყველაფერი დავამთავრეთ, ბოლო დეტალები დარჩა. ძალიან საინტერესო და ძალიან მრავალფეროვანი ალბომი იქნება. მართლა ერთი სული მაქვს, როდის გამოვა.

ახლოვდება შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალიც, რომელზეც საკმაოდ ხშირად გხედავ და მონაწილეობაც არაერთხელ მიგიღია. როგორც ვხვდები, ძალიან გიყვარს ეს ფესტივალი,

სალიო: ჯაზ-ფესტივალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად რომ დავუკარი, ქუინ დეივისი გავიცანი, რომელმაც ნიუ ორლეანში დაგვპატიჟა. ამის შემდეგ კი ძალიან ბევრი კარგი გაიხსნა ჩვენთვის ამერიკის ბაზარზე. ყველაზე კარგი ის არის ხოლმე, რომ ფესტივალის ფარგლებში ძალიან ბევრი ინფორმაციის გაცვლა ხდება, ერთად უკრავენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები და ა.შ. საქართველოში ძალიან საინტერესო ფესტივალები გვაქვს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამდენს ცდილობს და ამდენს შრომობს.

ტეგები: სალიო