ემიგრაციაში წასვლის რისკები და ემიგრანტების უფლებები – იურისტის რჩევები გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში"

ემიგრანტების უფლებების დარღვევის ფაქტები და პრობლემები – ეს დღევანდელი გადაცემის თემაა. საქართველოდან, როგორც ვიცით, მილიონზე მეტი ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ემიგრაციაში, ამიტომ გადავწყვიტეთ, დღეს ემიგრაციის რისკებსა და ემიგრანტების უფლებებზე გვესაუბრა. ჩვენ რჩევა რამდენიმე იურისტს ვკითხეთ და მათ რეკომენდაციებს გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” შემოგთავაზებთ.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ როცა ადამიანი მიდის სამუშაოდ საზღვარგარეთ უკანონოდ, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ არაკეთილსინდისიერმა დამსაქმებელმა მათი დაუცველობა ბოროტად გამოიყენოს ანუ მოახდინოს ამ ადამიანების შრომითი ექსპლოატაცია.

რა არის შრომითი ექსპლოატაცია

როგორც იურისტებმა გვითხრეს, ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა, შესაძლოა, შეგიზღუდოთ გადაადგილება, არჩევანის თავისუფლება, ჯანდაცვის ან სხვა სერვისებზე წვდომა, ასევე იგულისხმება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. დამსაქმებელმა, შეიძლება, ჯანმრთელობისთვის საზიანო პირობებში გაიძულოთ შრომა ისე, რომ დაპირებულთან შეუსაბამო ანაზღაურება მოგცეთ ან საერთოდ არ გადაგიხადოთ შრომის საფასური.

რა უნდა იცოდეთ, ემიგრაციაში წასვლამდე 

იურისტები გირჩევენ, პირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ და მიიღოთ იურიდიული რჩევები. ასევე საზღვარგარეთ წასვლამდე შეაგროვოთ ყველა ინფორმაცია, რაც იმ ქვეყანაში ცხოვრების რეალურ პირობებს და სამუშაო გარემოს ეხება.

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგი ანუ ადამიანებით ვაჭრობა ემიგრაციის ერთ–ერთი პრობლემაა. როგორც იურისტებმა გვითხრეს, მართალია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზირით საქართველო ერთ–ერთი მოწინავე ქვეყანაა, მაგრამ პრევენციისთვის ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მიზნობრივი კამპანია.

კერძოდ, მათი თქმით, კარგი იქნება, სამოქალაქო განათლების სისტემაში ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს და სკოლებში, ბავშვებს ამ საკითხზე საბაზისო ინფორმაცია ჰქონდეთ.