ბროწეული - ფასდაუდებელი, ეფქეტური წამალი

ბიბლიაში მას სამოთხის ვაშლად მოიხსენიებენ. მისი სამკურნალო თვისებები ძველ ინდურ და ბერძნულ ნაწერებშია აღწერილი. მას დღემდე იყენებენ ხალხურ მედიცინაში და საკმაოდ ეფექტურადაც. ეს ბროწეულია.


ბროწეულის ყველაზე ცნობილი თვისება ანემიასთან ბრძოლაა. მწიფე ბროწეულის ქერქი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან ჭიებს. ბროწეულის ქერქსა და ნაყოფს შემკვრელი თვისებები აქვთ, ამიტომ მათ ფართოდ იყენებენ ფაღარათის დროს. უფროსებმა უნდა მიიღონ ბროწეულის გამომშრალი და შემდეგ დაფხვნილი ქერქი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებისთვის კი ამ მიზნით სასარგებლოა წყლით გაზავებული ახალგამოწურული ბროწეულის წვენი. ინფექციური დიარეის დროს ბროწეულის ქერქში შემავალი ნივთიერებები ეფექტურად ამცირებს დიზენტერიის ჩხირებისა და სხვა გამაღიზიანებლების გამრავლების რისკს. ანგინისა და ფარინგიტის, ასევე გინგივიტისა და სტომატიტის დროს, ყელსა და პირის ღრუში, ბროწეულის წვენს ან ქერქის ნახარშს ივლებენ.


ბროწეული ერთ-ერთია იმ მცირე ხილიდან, რომელიც არათუ დასაშვებია, სასარგებლოცაა დიაბეტიანებისთვის. ჭამამდე მიიღეთ 60 წვეთი ბროწეულის წვენი 4 ჯერ დღეში. მესამე დღეს უკვე იგრძნობთ, რომ სისხლში შაქრის დონე დაიწევს. ბროწეულის წვენი რეკომენდებულია მათთვის, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია რადიოაქტიურ იზოტოპებთან ან ვისი საცხოვრებელი ადგილიც მომატებული რადიაციის ზონაში მდებარეობს. თუ ცხიმიანი კანი, ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი გაქვთ, გაიკეთეთ ბროწეულის ნიღაბი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბროწეულის ქერქის ფხვნილით ეფექტურად კურნავენ დამწვრობებს, ნახეთქებსა და ნაკაწრებს.


ბროწეულის კურკა შეიცავს ცხიმებს, რომელიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. ამიტომ, უარს ნუ იტყვით ბროწეულის კურკებზე, ისინი უნდა მიირთვათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მტკივნეულად გადაგაქვთ მენსტრუალური ციკლი, თავის ტკივილები ან კლიმაქსი გაქვთ. ბროწეულის მარცვლები ხელს უწყობს არტერიული წნევის მოწესრიგებას, ამიტომ, მათი მიღება სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. გამხმარი აპკი კი, თუ მას ჩაიში დაამატებთ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აწესრიგებს ძილს. სხვადასხვა ორგანოების ანთებითი პროცესის დროს (თირკმელები, ღვიძლი, ყურები, თვალები, სახსრები), ბროწეულის ქერქის ნახარში ასევე დაგეხმარებათ.