ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა ახალი პროგრამები და სწავლების მეთოდები - FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

პირველად საქართველოში დაინერგა ბრიტანული კომპანია Pearson BTEC-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამა „ინფორმაციულ ტექნოლოგიებში“. ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა ახალი პროგრამები და სწავლების მეთოდები, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს მიიღონ მსოფლიო სტანდარტის განათლება და მოემზადონ იმისთვის, რომ დასაქმდნენ ნებისმიერ ქვეყანაში.

ამის შესახებ IT აკადემია STEP-ის დამფუძნებელმა მაკა მახათაძემ ისაუბრა მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი“.

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს დღეს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევდივართ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში, რომელიც აერთიანებს ციფრულ, ფიზიკურ, ბიოლოგიურ და ტექნოლოგიურ მიღწევებს ინტეგრირებული გზით. როგორც მეორე ინდუსტრიულმა რევოლუციამ გამოიწვია ადამიანის ფიზიკური შრომის ჩანაცვლება მანქანებით, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია იწვევს ადამიანის გონებრივი შრომის ჩანაცვლებას ხელოვნური ინტელექტით, ავტომატიზაციით და სხვა ციფრული ინოვაციებით. ამ ტექნოლოგიური მიღწევებით 75 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი მოძველდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო 133 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი იმავე პერიოდის განმავლობაში შეიქმნება.

ამ ახალი ტიპის სამუშაოებისთვის საჭიროა ახალი უნარ-ჩვევები, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს პროდუქტიულად გამოიყენონ ტექნოლოგია – უნარები, რომლებიც სცილდება ფიზიკურ, შემეცნებით და მოქნილ უნარებს: ”ციფრული უნარები”.

როგორც ვიცი, ბრიტანულ ექსტეპრეტებთან ერთად შემუშავდა ახალი პროგრამა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში?

მათთვის ვისაც სურს გახდეს პროგრამისტი და მიიღოს საერთაშორისო დიპლომი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ასევე ვისაც უნდა სწავლა განაგრძოს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, და ჩასაბარებლად სჭირდება IB კვალიფიკაცია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. წელს, პირველად საქართველოში ამის საშუალება ეძლევა საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენთან, IT აკადემია STEP-ში დაინერგა ბრიტანული კომპანია Pearson BTEC -ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამა „ინფორმაციულ ტექნოლოგიებში“, ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა ახალი პროგრამები და სწავლების მეთოდები, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს მიიღონ მსოფლიო სტანდარტის განათლება და მოემზადონ იმისთვის, რომ დასაქმდნენ ნებისმიერ ქვეყანაში. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჩვენი კურსდამთავრებულები მიიღებენ უფლებას სწავლა განაგრძონ მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

მაქსიმალურად ვცდილობთ გავუზიაროთ ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს სტუდენტებს, ვაზიაროთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს და ფორმებს რაც განვითარებულ ქვეყნებშია, იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს და ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სწრაფ ტემპს.

რა პრივილეგია ექნებათ სტუდენტებს?

ამავე თანამშრომლობის ფარგლებში ბრიტანულმა კომპანია Pearson -მა ჩვენი სტუდენტებისთვის გაგვიკეთა სასიამოვნო საჩუქარი, ყველა ჩვენს სტუდენტს 14 წლის ზევით და მისი ოჯახის წევრებს გთავაზობთ საერთაშორისო სასერთიფიკატო ტესტირებას ინგლისურ ენაში B1 და B2 დონეებზე სრულიად უფასოდ 20 ნოემბრამდე. Pearson English International Certificate (PTE General) საშუალებას იძლევა სტრესის გარეშე კომპიუტერის საშუალებით ჩააბაროთ ენის გამოცდა ოთხი მიმართულებით. რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიიღებთ უვადო, ენის დამადასტურებელ სერთიფიკატს, რომელსაც აღიარებენ უნივერსიტეტები და დამსაქმებლები მთელი მსოფლიო მასშტაბით.

ჩვენთან არის Certiport საერთაშორისო საგამოცდო ცენტი, დიზაინერებს აქვთ საშუალება ჩააბარონ Adobe-ის სერტიფიკატო გამოცდა და გახდნენ Adobe სერტიფიცირებული პროფესიონალი ვიზუალურ დიზაინში, ვიდეო დიზაინში ან ვებდიზაინში. მოხვდეს მსოფლიოში აღიარებულ დიზაინერთა სიაში და ადვილად დასაქმდნენ ფრილანსერად.