„ბავშვი რაიმე ნივთის „სანაცვლოდ“ არ უნდა სწავლობდეს“ - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რა იწვევს ბავშვებსა და მოზარდებში მოტივაციის დეფიციტს – ფსიქოთერაპევტი ლიკა თუშიშვილი გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან”.

რა არის მოტივაცია?

მოტივაცია ეს არის შინაგანი ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. არსებობს შიდა და გარე მოტივაცია. შიდა მოტივაცია არის საკუთარი სურვილი, რომ ადამიანი მიზნამდე მივიდეს. მშობლები მოგვმართავენ, რომ ბავშვს არ აქვს სწავლის ან სპორტზე სიარულის შინაგანი მოტივაცია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია გარე მოტივაციის გაზრდა, რომ შევქმნათ შინაგანი მოტივაცია.

მაგალითისთვის, თუ ბავშვს არ უნდა სწავლა, მაგრამ მშობელს უნდა, რომ ისწავლოს, მშობელმა უნდა აგრძნობინოს ბავშვს, რომ სწავლის პროცესი მნიშვნელოვანია მისთვის. მან ბავშვს უნდა მოაწონოს სწავლის პროცესი, უნდა უთხრას, როგორ გაუხარდება მისი მაღალი ქულა, შეაქოს და პოზიტიური ემოციებით აავსოს, უნდა მოხდეს ფიქსაცია სწავლის პროცესზე. სწავლის შემდეგ იმაზე გააკეთოს აქცენტი, რაც უყვარს ბავშვს. მაგალითად, ფეხბურთის თამაში ან ხატვა, ჯილდოს სახით დახატონ ან ითამაშონ ერთად. თუ ბავშვი კარგად სწავლას ცდილობს, მშობელმა უნდა გაახმოვანოს სიტყვიერად და აღნიშნოს, რომ დაინახა მისი მცდელობა.

სწავლა რამის სანაცვლოდ რამდენად გამართლებულია?

ბავშვმა რამის სანაცვლოდ არ უნდა ისწავლოს. გარეგანი მოტივაცია უნდა შეიქმნას ემოციური თვალსაზრისით. არის რისკი, მაგალითად ბავშვმა ისწავლა ლეპტოპისთვის, მიიღო რაც სურდა, დაკმაყოფილდა და აღარ გააგრძელა სწავლა შემდგომ.

რა როლი აქვს პედაგოგებს?

პედაგოგი უქმნის განწყობას ბავშვს საგნის მიმართ. თუ პედაგოგი არის კეთილგანწყობილი, პირველ რიგში ყალიბდება პედაგოგის მიმართ პოზიტიური განწყობა და ავტომატურად საგნის მიმართაც.

დღეს ძალიან გავრცელებულია უყურადღებობა, პედაგოგთან სირთულე და ამის გამო არის მაღალი შფოთვა ბავშვი. თუ ბავშვს აქვს კონცენტრაციის დეფიციტი, საჭიროა მეცადინეობის პროცესში გვერდში ჰყავდეს ადამიანი, რომელიც დაეხმარება სასკოლო პროცესის ათვისებაში.