არასწორი ხედვაა, სახელმწიფოს როლი არ არის სამუშაო ადგილების შექმნა - გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიცია, მათ შორის სოფლად / "ბიზნესკურიერის" პოდკასტი

„300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე გავხადეთ სოციალური დახმარების მძევლები“ – როგორია მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და პრობლემის გადაჭრის რა რეალური ბერკეტები არსებობს?

“ბიზნესკურიერის” სტუმარია გოგა ხიშტოვანი, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი

 

“300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველთვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ – ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს – შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას” – ეს პრემიერ ღარიბაშვილის სიტყვებია. ის არსებული სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილოა და აპირებს სოციალურად დაუცველებს მუშაობის მეტი მოტივაცია გაუჩინოს. ირაკლი ღარიბაშვილი ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნასაც აანონსებს, როგორც წინასწარ ჩანს, ისევ მთავრობის ფულით. როგორ განახორციელებს მთავრობა რეფორმას, სტუმრად გადაცემაში საუბრობს გიორგი ხიშტოვანი.

– დიდი ხანია ბიზნესწრეები, იგივე ანალიტიკოსები და ეკონომისტები საუბრობენ და პრობლემაა, რომ სოციალურად დაუცველებს არ უნდათ სამსახურის დაწყება. ამის მიზეზი არის ის, რომ შესაძლოა სამსახური იყოს დროებითი და დახმარება კი მუდმივია. მართალია, მიზერულია, რაც შეიძლება აიღოს, მაგრამ ერიდებიან. თემურ ჭყონიამ ჩვენს გადაცემაში აღნიშნა, რომ კარგია თუ ეს მოხერხდა, მაგრამ აქ მივდივართ მთავარ საკითხამდე.

როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? 300 ათასი ადამიანის ასე უბრალოდ ხსენება, ხომ შეიძლება, რომ მივიღოთ დიდი უკმაყოფილო ფენა. ბეწვის ხიდზეა გასავლელი.

რამდენად რეალურია იმის განხორციელება, რაც ორშაბათს ღარიბაშვილმა დაანონსა?

-პირველ რიგში სად გვაქვს პრობლემა? პრობლემა გვაქვს იქ, რომ არსებობს სოციალური მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ადამიანებს დემოტივაციას უკეთებს, რომ იმუშაოს. ამაზე მხოლოდ ვარაუდები არაა. არსებობს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასება. უკანასკნელად მე თვითონ გავეცანი „იუნისეფის“ შეფასებას, მეცნიერულად არის ნარჩენები, რომ დემოტივატორი არის ადამიანებისთვის სოციალური დახმარების თემა და შესაბამისად არის გადასახედი მოდელი და არ გამოვრიცხავთ, რომ მათ ერთ-ერთი ანგარიშის საფუძველზე გახდა ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გამხდარიყო.

მეორე საკითხი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვახსენოთ, არის შემდეგი. ეს დახმარება არაა ერთადერთი ბენეფიტი, რასაც მოქალაქე იღებს. არსებობს ბევრი სხვა მონეტარული თუ არამონეტარული შეღავათი, რომელიც თან ახლავს სტატუსს სოციალურად დაუცველის.

 ესა ეხება პაკეტს, რომელსაც მოქალაქე იღებს, მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. ეს ეხება შეღავათებს დაკავშირებულს სკოლასთან, სკოლის შერჩევასთან დაკავშირებით ბავშვისთვის. შეღავათები, რომელიც დაკავშირებულია ტრანსპორტთან.

აქედან გამომდინარე ჩვენი აზრით არასწორია, რომ ადამიანი უფრო დაინტერესებულია, რომ მიიღოს მინიმალური პაკეტი და არ არის დაინტერესებული მუშაობით. პირველი და მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ შეფასდეს რა შეღავათებს და ბენეფიტებს აძლევს მოქალაქეს, სოციალურად დაუცველი სტატუსი და არ შემოვისაზღვროთ თავი იმ შემწეობით, რასაც მოქალაქე ან ოჯახი იღებს. ეს გვაჩვენებს რეალურად თუ რაზე შეიძლება უწევდეს უარი მოქალაქეს, როდესაც ის ფიქრობს დასაქმებაზე.

და როდესაც ის ფიქრობს, რა სჯობია. უარი თქვას დახმარებაზე და არ დასაქმდეს, თუ უარი თქვას დახმარებაზე და დასაქმდეს.

– რეალურად აღქმაც ისეთია, რომ ამდენი სამუშაო ადგილიც არ არის. ადამიანი ამბობს, რომ  კი დავსაქმდები, მაგრამ სადაა სამუშაო ადგილი. ღარიბაშვილი საუბრობს, რომ რეგიონებში ქარსაცავი ზონების აშენებას ვიწყებთო და პლუს ბევრი პროექტი გვაქვსო. ის ალბათ უფრო დაბალ შემოსავლიან სეგმენტს გულისხმობს, იმისათვის, რომ ხელოსანი და მუშა დასაქმდეს.

-ძალიან კარგი საკითხი ახსენეთ გიორგი, რეალურად, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ის, რომ შემოსავლებისა და ხელფასების დონე რეგიონებში არის დაბალი და ის, რაც შესაძლოა თბილისისთვის არის ძალიან დაბალი თანხა, შეიძლება რეგიონში ასეთ დაბალ ანაზღაურებად არ ითვლებოდეს. ფორმალურად უმუშევრობის დონე და ესეც ჩვენი სტატისტიკის პრობლემაა, ჯერ კიდევ არის ქალაქში და მინიმალურია და ძალიან დაბალია სოფლად, მაგრამ ვიცით, რომ განსაკუთრებით ჭირს სოფლად. რეალურად სამუშაო ადგილების შემქმნელები არიან და რეალურად ბიზნესს სტაბილურად უჭირს სამუშაო ადგილების შექმნა.

სავარაუდოდ აქედან გამომდინარეობს ის საკითხიც, რომ შევუქმნათ ადგილები და თუ ეს ასე მოხდება, ადამიანებს გაუჩნდებათ სტიმული, მუშაობის, ოღონდ აქ არის გასათვალისწინებელი და ამასაც აუცილებლად ვახსენებ,  გამოცდილება, რაც მსოფლიოში არსებობს და რამდენად მუშაობს ასეთი სუბსიდირებული სამუშაო. გამოცდილება არის ცალსახა. ეს სისტემა არ მუშაობს. ანუ ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები, მას შემდეგ რაც ხელოვნურად მისი დაფინანსება წყდება, იკარგება.

აქედან გამომდინარე ეს საკითხი იმედი მაქვს, არც განიხილება და იმედი მაქვს, არ უნდა იყოს რელევანტური. მეორე საკითხი, რამდენად უნდა იყოს სახელმწიფო მოტივატორი და მასტიმულირებელი სამუშაო ადგილების შექმნის. მე ვფიქრობ, ესეც არასწორი ხედვაა და მგონია, რომ სახელმწიფოს როლი არ არის სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ვაკვირდებით საჯარო სამსახურში სიტუაციას და ვხედავთ, რომ რაოდენობა საჯარო მოხელეების იზრდება და ჩემი აზრით ვერ ვხედავთ, რომ ეფექტიანობა საჯარო სამსახურებში იზრდება.

– დაგეთანხმებით, ამ ეფექტიანობას მეც ვერ ვხედავ.

-აქედან გამომდინარე საჯარო სამსახურები და სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები ვერ იქნება გამოსავალი. ზოგადადაც ყველა ჩვენი პარტნიორი გვირჩევს, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიების გასხვისებას და სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ შექმნილი საჯარო სამსახურების მიერ შექმნილ სამსახურებში ადგილების გაზრდა დაკავშირებულია ადგილების შექმნაზე და ამ შემთხვევაში დაკვირვება არის, რომ ეფექტიანობა არის და თუ გვინდა, რომ საჯარო სამსახურებში შევინარჩუნოთ კარგი დასაქმებულები, ხელფასები უნდა გაიზარდოს, ოღონდ გაიზარდოს იმის ხარჯზე, რომ თვითონ სამსახურებში მოხდება ოპტიმიზაცია.

– დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილების შექმნა არ არის სწორი. ბიზნესი და კერძო სექტორი უნდა ქმნიდეს უფრო მეტად სამუშაო ადგილებს და თან ამ მიმართულებით რეგიონებშია ზუსტად პრობლემა, რადგან პატარა დაბებსა, თუ ქალაქებში და რაიონებში, 80% თუ ვინმე მუშაობს, მუშაობს სახელმწიფო უწყებაში. კერძო დამსაქმებელი და კერძო ბიზნესი იქ ძალიან ცოტაა, მით უმეტეს არ არიან მსხვილი დამსაქმებლები რეგიონებსა და სოფლებში, თუნდაც პატარა დაბებში. იქაც თუ ვინმე სოციალურად დაუცველია, ისიც თუ ამ ბიუჯეტზე მიება, მეც არ მგონია სწორი.

თან ეს რეფორმა მაინც მტკივნეული შეიძლება, იყოს. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს თუ შევთავაზებთ სამსახურს, რომელიც ჯერ არ ჩანს, ესეც უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა სარისკოა. ხომ არ გაუჩნდებათ მათ აღქმა, რომ მათ უხსნიან სოციალურ დახმარებას, ან შესწავლის შედეგად შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ პირობითად 20 ათას, ან 30 თას ადამიანს, შენ ახლა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ხარ და გაქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები და მოდი, ჯობია, რომ იმუშაო და მიიღო სოციალური დახმარებები, ვიდრე იმუშაო. რამდენად აქვს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია. მტკივნეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას სჭირდება მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია და მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებითაც ხომ არ შეიქმნება პრობლემები.

პირველი – რა არის გამოსავალი. ეს ცხადია. ჩვენ გვჭირდება მეტი კერძო ინვესტიცია, მათ შორის სოფლად. მეტი უცხოური ინვესტიცია სოფლად.  ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის, რომ სოფლად ჯერ კიდევ სჭარბობს სოფლის მეურნეობა, სადაც უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად არ შემოდის. ჩვენ გვჭირდება მეტი მსხვილი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდება უცხოეთში საქართველოში თანხების ინვესტირებით, მათ შორის სოფლის მეურნეობაში და ეს იქნება დასაქმების მამოძრავებელი. სხვა ყველა გადაწყვეტა იქნება პოპულისტური, დროულიც და ჩემი აზრით, არ იქნება შედეგის მომტანი.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური (თემიდან გამომდინარე) იქნება საკომუნიკაციო კამპანია სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. ის არასწორი ვარაუდიც კი, რომ შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ნებისმიერ შეღავათს, ადამიანებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვართან არიან, იქნება წარუმატებელი.

აქედან გამომდინარე, წარმატებული კომუნიკაციის კამპანია, იქნება პრინციპულად ცვლადი, რომ რეფორმა შედგეს. რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, აქ გამოწვევას ვერ ვხედავ. მგონია, რომ აუცილებელია სოციალური პოლიტიკის კუთხით,  ხელი შეეწყოს ადამიანების არა სიღარიბეში დარჩენას, არამედ სიღარიბიდან ამოსვლას. დღეს ჩვენი სოციალური პოლიტიკის მოდელი არ უწყობს ხელს სიღარიბიდან ამოსვლას. ეს არის მოდელი, რომელიც ხელს უწყობს სიღარიბეში დარჩენას და უწყობს ხელს, რომ ადამიანი შიმშილისგან არ მოკვდეს.

შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება იქნება ლეგიტიმური, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები რომლებიც ასეთ შემწეობებს იღებენ და ხედავენ, რომ არსებული რეალობა არსებული ინფლაციის გათვალისწინებით ადამიანებს ტოვებს სიღარიბეში და მათ ოჯახებს არ აძლევს შანსს, რომ ამოვიდნენ ამ სიღარიბიდან.