,,7-წლიანი პაუზის დროს, როცა მარტო ვიდექი სცენაზე, ყოველთვის საშინელ დანაკლისს ვგრძნობდი" - მაკა ზამბახიძე

2 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მაკა ზამბახიძე სტუმრობდა, მომღერალმა ახალ სიმღერაზე „დამამახსოვრდი“ ისაუბრა, რომელიც რატი დურგლიშვილტან ერთად ჩაწერა.

– მაკა, როგორ ჩაიწერა სიმღერა?

– სიმღერის ტექსტი დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის, მუსიკა კი, რატიმ დაწერა. 20-წლიანი ისტორიის მანძილზე კომპოზიცია უამრავი განსხვავებული ვერსიით ჩაიწერა, საკუთარი ვარიანტი გავაკეთეთ ჩვენც, რითაც ძალიან კმაყოფილი ვართ. ბედნიერი ვარ ჩვენი დუეტის დაბრუნებით, მით უფრო, რომ ახლა სრულიად განსხვავებულ ჟანრში ვმუშაობთ. კლიპი აჭარაში გადავიღეთ, თვითონ ავირჩიე ლოკაცია და მიხარია, რომ გაამართლა, რადგან მართლაც კარგი ვიდეო გამოვიდა.

– რა განსხვავებაა დუეტში სიმღერასა და დამოუკიდებლად მუშაობას შორის?

– რა თქმა უნდა, დუეტში ყოველთვის გაქვს პარტნიორის იმედი. 7-წლიანი პაუზის დროს, როცა მარტო ვიდექი სცენაზე, ყოველთვის საშინელ დანაკლისს ვგრძნობდი. ვფიქრობ, კარგი დუეტი ვართ, რადგან ბრწყინვალედ გვესმის ერთმანეთის. რატის ყოველთვის საინტერესო იდეები აქვს, მე კი, მათი განხორციელება მევალება, ამიტომ შესანიშნავად ვავსებთ ერთმანეთს.

– რატი სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ერთი კონცერტი უკვე მოვაწყვეთ ბათუმში. აგვისტოს თვეში ლელა წურწუმიას და რუსა მორჩილაძის საავტორო კონცერტებში მივიღებთ მონაწილეობას, მერე კი, ისრაელში ვგეგმავთ გამგზავრებას.