„ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი იმისათვის, რომ NATO-ში გაწევრიანებულიყო?“ – ამის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტის მე-2 დღეს, ალიანსის ლიდერებს მიმართა.

მისივე თქმით, NATO-მ უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთო სივრცეში ადგილი უნდა იპოვოს.

ზელენსკი: რუსეთმა უკრაინას 2 811 რაკეტა ესროლა

„ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი იმისათვის, რომ NATO-ში გაწევრიანებულიყო? ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია ჩვენი წვლილი როგორც ევროპის, ისე მთელი ცივილიზაციის დაცვისთვის? შემდეგ კიდევ რა არის საჭირო? ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და თქვენ, უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთო სივრცეში ადგილი უნდა იპოვოთ.

„ნაცრისფერი ზონის“ მოშორება და უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი. ახლა ერთ ფაქტზე დაფიქრდით:

იენს სტოლტენბერგი: პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან

დღეს, ქვეყანა, რომელიც არ არის NATO-ს წევრი, თქვენი დახმარებით 4 თვეზე მეტია, რაც აკავებს ქვეყანას, რომელსაც ოფიციალურად, თქვენთვის მთავარ საფრთხედ მოიხსენიებთ და ჩვენ, რუსეთს, ჩვენსა და თქვენს განადგურებაში ხელს ვუშლით.

დამთხვევაა, რომ ყველა მოკავშირე აღმოსავლეთში, ყველა ჩვენი მეზობელი, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მომხრეა? არა, ეს არ არის დამთხვევა, ეს არის ლოგიკა.“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ჯო ბაიდენი: აშშ ზრდის ევროპაში სამხედრო ყოფნას – პუტინი მიზნად ისახავდა ევროპის „ფინეთიზაციას“ და ის ახლა მიიღებს ევროპის „ნატოიზაციას“

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები