ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქვთ.

გიული ალასანიას განცხადებით, დასავლელი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ უნდა შედგეს “მაგნიტსკის სიის” მსგავსი სია და ის ადამიანები დაისაჯონ, ვინც ყოფილი პრეზიდენტის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა.

ამის შესახებ ალასანიამ “მთავარ არხს” განუცხადა:

“შეხვედრისას ამ ადამიანებისგან ხშირად ისმოდა “მაგნიტსკის სია”. ყველა ერთსულოვანი იყო, რომ უნდა შედგეს სია და სათანადოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობა. მისი ჯანმრთელობის შესახებ, ის, რომ ციხეშია, ინფორმაცია ყველას ჰქონდა და ძალიან გაკვირვებულები, ძალიან აღშფოთებულები იყვნენ”, – თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, გიული ალასანია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ჩალაძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფებოდა.

ალასანიას თქმით, მან ევროპელ პარტნიორებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

სააკაშვილი ტირილის და გოდების ფორმით ემპათიური გრძნობების გამოწვევას ცდილობს: ღუდუშაური

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები