ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შუახნის კაცი დაჭრეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19/108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები