“როგორ უნდა იმუშაო ჯანდაცვის მინისტრად საქართველოში, როდესაც მთელი სისტემა განადგურებულია. მეგობრებო, ვინც ამას მწერთ, მწყევლით. ყველა ის ადამიანი, ვინც იძახის, რომ ქვეყანა არ უნდა ჩავკეტოთ, არის თქვენი მტერი“ – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

ფხაკაძე საქართელოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩაკეტვა ერთადერთი გამოსავალია.

„ჩვენ ეპიდემიას ვერ ვაკონტროლებთ. ეს არის ცხადი და თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ ამ ეპიდემიის მართვა კიდევ შესაძლებელია, მაინტერესებს საიდან აქვთ ეს მოსაზრებები. ჩვენ დავკარგეთ ყველა ის საშუალებები, რაც იყო აგვისტოდან დაწყებული.

ახლა გამოდის, რომ ყოველი კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა. განა მიხარია რასაც ვამბობ, საშინელებაა, მაგრამ რეალურად კოვიდ პაციენტების 5% არის მძიმე.

ჩაკეტვა დავაგვიანეთ. როცა ვთქვი, გამლანძღეს, გამთათხეს. ყველაზე მეტად მიკვირს, როცა ეკონომისტი ამბობს, რომ ვერ დავკეტავ. მესმის, არ ესმის ჯანდაცვა, მაგრამ როცა გაქვს სამედიცინო განათლება, გავლილი გაქვს ეპიდემიოლოგია და ამბობ, რომ ჩაკეტვას აზრი არა აქვს, ჩემამდე ვერ დადის.

გიორგი ფხაკაძე: „რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვაა საჭირო”

კიდე ვერ გამოვედით, რომ უნდა გავყოთ ეკონომიკა, ჯანდაცვა და პოლიტიკა. ხალხნო, არ შეიძლება ჯანდაცვაში პოლიტიკოსები.

საქართველო მთვარეზეა განლაგებული? ჩვენს სამეზობლოში აფეთქება არ არის? ჩვენ ვართ განსხვავებულები? რითი? ჯანდაცვის სისტემა გაქვთ, ფული გაქვთ,  ექიმებს მაგარი ხელფასი აქვთ თუ ყველაფერი აწყობილი გაქვთ?

ჩაკეტვა განა მიხარია, მარა სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ ვართ ძალიან ჩავარდნილები. როცა გვეუბნებიან, რომ 4 ათასამდე დაინფიცირებულია, გგონიათ მეტი არ არის? რამდენია უსიმპტომო. პრაქტიკულად, ნახევარი ჯანდაცვის სისტემა არის ინფიცირებული. ბიოლოგიურ ომში ვართ. ჩემი თუ არ გჯერათ, გადახედეთ ჩინეთში რა ხდება, დრაკონული ზომებით ჩაკეტეს ქვეყნები, სხვა წამალი არ არსებობს… ადამიანის თუ არა, ღმერთის მაინც არ გეშინიათ, თვალებში ხომ უნდა ჩახედოთ მომავალს. დაფიქრდით, რას აკეთებთ“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები