თერაპევტმა ხათუნა ნუცუბიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კოვიდის ბინაზე მართვის პროტოკოლზე ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდის ახალი შტამი, ომიკრონი, შედარებით სუსტად მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში პაციენტის გადაყვანა კლინიკაში საჭირო არ არის.

,,ომიკრონისთვის დამახასიათებელი 5 ძირითადი სიმპტომი ჩვეულებრივი მდგომარეობაა. თუ ეს სიმპტომები პაციენტს აქვს, ჩვენ შეგვიძლია კოვიდი ვმართოთ სახლის პირობებში. თუ აქ არ არის გამოხატული მკვეთრი დისკომფორტი. ამას დავამატებდი კიდევ ერთ სიმპტომს, ესა არის ცხელება. იშვიათად, მაგრამ ომიკრონისთვის დამახასიათებელია პერიოდულად მაღალი ტემპერატურაც. ეს ტემპერატურა არ ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის მანძილზე, მაქსიმუმ 2-3 დღე.

ცხელება, რომელიც არის მაღალი და რომელიც გრძელდება 2-3 დღე, არ საჭიროებს პაციენტის კლინიკაში გადაყვანას. ისევე როგორც ყელის ტკივილი, რომელიც ომიკრონის დროს ხშირად გაუსაძლისია“- განაცხადა ხათუნა ნუცუბიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.

 

ნატალია ხარაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები