ფსიქოლოგებმა წარმატებული ადამიანის თვისებები გამოავლინეს. გამოცემა „Independent”-მა ბრიტანელი სპეციალისტების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ყველა შემდგარ, წარმატებულ ადამიანს 5 თვისება მაინც აერთიანებს. პირველ რიგში, ასეთი ადამიანები განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევიან და საერთო ენას ყველასთან მარტივად პოულობენ. ისინი ასევე ძალიან ემოციურები და აქტიურები არიან. მათთვის წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და როგორც წესი,

განწყობა ადვილად არ უფუჭდებათ. დაბოლოს, მათი თვითკრიტიკულობის დონე ძალიან დაბალია და თავდაჯერებულობა კი პირიქით, ზედმეტად მაღალი.