უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ ზელენსკი “ინსტაგრამზე” წერს.

როგორც უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, დემნა გვასალია უკრაინის მხარდასაჭერად UNITED24-ის ელჩი გახდა.

Balenciaga-მ უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური მაისური შექმნა.

მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% კი “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით გადაირიცხება.

UNITED24 ვოლოდიმირ ზელენსკის შექმნილი პლატფორმაა უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო შემოწირულობების შეგროვებისთვის.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები