“ის, რაც გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, არის აბსოლუტურად სამარცხვინო”, – ასე აფასებს თბილისის მერი ევროპარლამენტის რეზოლუციას.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო:

“ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, არის აბსოლუტურად სამარცხვინო. ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა და მარტივი ენით, რომ ვთქვათ, რას გვეუბნებიან რეზოლუციაში, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი გახლდათ დემოკრატიის შუქურა. მერე რა, რომ ის იყო მთავარი შემოქმედი იმისა, რომ წლების განმავლობაში ადამიანები გამოჰყავდათ ციხიდან და ავტომობილის კაპოტზე დაბმულს აუპატიურებდნენ, მერე რა? ის იყო დემოკრატიის შუქურა, ასევე გვეუბნებიან. მერე რა, რომ გამოჰყავდათ ციხეებიდან ადამიანები, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ტელევიზიებში ვარდებოდნენ. ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, დავით კეზერაშვილზე იყო საუბარი. დავით კეზერაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს? ნიკა მელიას ციტატა მომიყვანეთ და მეტი არაფერია საჭირო. ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო…

ასევე, მოვისმინეთ, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ნატოს სტანდარტის ჯარისთვის ინფრასტრუქტურა აქვს შექმნილი, ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები.

ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს, სანქციები რომ დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში, ჩვენზე უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჯარები ჰყავთ ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი არიან და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ომში. საქართველოს არასდროს არ დაუხევია უკან, ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და წარმოდგენილი იყვნენ ჩვენი ბიჭები ყოველთვის დიდი უმრავლესობით, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელია და სამარცხვინოა”, – თქვა კალაძემ.

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები აღნიშნულ რეზოლუციას, იხილეთ ვრცლად:

“ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია – ვიმედოვნებთ, გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება საქართველოსთვის და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ: სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გვარამია: ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი ციხის საკნიდან დავამარცხე

ნებისმიერი შეფასება, რომელიც იქნება მიკერძოებული შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას – იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ლადო კახაძე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა – მან იცის თანადგომის ძალიან დიდი ფასი, რადგან თვითონ მთელი ცხოვრება სხვისი თანამდგომი იყო

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

სამადაშვილი: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რეზოლუციაში ჩაიწერა

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები