კოვიდ-19-ის ახალი შტამი, რომელიც გუშინ სამხრეთ აფრიკაში დადასტურდა, დღეს უკვე ევროპაშიც აღმოჩნდა. 

ვირუსის მუტირებული ვარიანტის პირველი შემთხვევა ევროპის კონტინენტზე, ბელგიაში დღეს დაფიქსირდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ახალი, B.1.1.529 ვარიანტი ქვეყანაში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, ახალი ვარიანტი უკვე გავრცელდა მანამდე, ვიდრე მას სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩენდნენ.

უცხოური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ახალი შტამი აღმოაჩნდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ არის ვაქცინირებული და რომელიც ცოტა ხნის წინ, ეგვიპტიდან თურქეთის გავლით გაემგზავრა.

“შემთხვევა დაფიქსირდა არავაქცინირებულ ახალგაზრდა ქალში, რომელსაც მოგზაურობიდან 11 დღის შემდეგ გრიპის მსგავსი სიმპტომები განუვითარდა. მას არ ჰქონია კავშირი სამხრეთ აფრიკასთან, ან აფრიკის სამხრეთ რეგიონის სხვა ქვეყნებთან.” – წერს მედიასაშუალება.

გავლენიანი გამოცემა ასევე წერს, რომ ევროპაში ამ ვარიანტის აღმოჩენა აჩენს კითხვას – საკმარისი იქნება თუ არა მოგზაურობის შეზღუდვები მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან. 

 

 

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი შტამის ორი დღე – კონტინენტს გაცდენილი ახალი ვარიანტი და შეჩერებული ფრენები

 

მეცნიერები ახალი ვერსიის საშიშროებაზე მსჯელობენ – რა ვიცით Covid 19-ის მძიმედ მუტაციური, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ

შეგახსენებთ, აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ვირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს ბოტსვანაშიც.

დღეს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი გამოვლინდა ისრაელშიც.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია.

ვარიანტი სახელწოდებით B.1.1.529 მეცნიერების შეშფოთებას იწვევს. ისინი ფიქრობენ, რომ მუტირებული ვარიანტი ბევრად გადამდებია, ვიდრე აქამდე გავრცელებული სახიფათო “დელტა” შტამი.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე “დელტა”: გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის ექსპერტები უკვე აცხადებენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილმა ვაქცინებმა, შესაძლოა, ახალი შტამის მიმართ იმუნური დაცვა ვერ უზრუნველყოს.

კოვიდის ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს.

Covid-19-ის ახალი შტამის გამო, საფრანგეთი სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს აჩერებს

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები