ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო წერს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე “ვირუსი ყოველ კვირას კლავს დაახლოებით 3000 ადამიანს”.

“პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულმა ოფისმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევები ევროპაში გასამმაგდა ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შეადგენს გლობალური ინფექციების თითქმის ნახევარს. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები ასევე გაორმაგდა, თუმცა ინტენსიური თერაპიის მიმღებები დაბალი დარჩა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანამ, რომელიც გადაჭიმულია ცენტრალურ აზიამდე, გასულ კვირას დააფიქსირა დაახლოებით 3 მილიონი ახალი კორონავირუსული ინფექცია და ახლა ვირუსი ყოველ კვირას კლავს დაახლოებით 3000 ადამიანს. გლობალურად, COVID-19 შემთხვევები იზრდება ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა საგრძნობლად შეამცირეს ტესტირება”, – წერს წერეთელი და მზარდი სტატისტიკის კონტექსტში გამოქვეყნებულ მასალიდან საინტერესო ფრაგმენტებს გვიზიარებს.

“ამ დღეებში მეტად საინტერესო სტატია გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მეცნიერები არ ერიდებიან პრობლემების აღწერას და მთავრობის კრიტიკას. კამრან აბასიმ, BMJ-დან და ალასტერ მაკლელანმა Health Service Journal-დან ერთობლივ სარედაქციო სტატიაში დაწერეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ვერ უმკლავდებოდა COVID-ით გაუარესებულ მუდმივ სიტუაციას. მათ გააკრიტიკეს მთავრობის მუდმივი განცხადებები რომ სიტუაცია ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მკვეთრად ამცირებენ მძიმე დაავადებისა და სიკვდილის შანსებს, მათ გადაცემაზე მნიშვნელოვანი გავლენა სამწუხაროდ ჯერ მოახდინეს. როგორც მეცნიერებმა სტატიის ბოლოს დაწერეს „ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საზოგადოების მანიპულირება და მართალი იყოს იმ საფრთხის შესახებ, რასაც პანდემია კვლავ უქმნის მათ და ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს“!!!

“საზოგადოებასთან სიტუაციის პატიოსნად აღიარებას კი ორი დადებითი შედეგი მოჰყვება, ის წაახალისებს საზოგადოებას ქცევის შეცვლაში და, ვიმედოვნებთ, დააფიქრებს იმის შესახებ, თუ როგორ არის სამეფოს ჯანდაცვის სისტემა ასეთ არეულობაში ასე მალე მას შემდეგ, რაც ერი ტაშს უკრავდა მათ კარებთან რამდენიმე თვის წინ“ – წერს წერეთელი და ომიკრონის ვარიანტის შესახებაც გვაფრთხილებს.

“არავის არ უნდა დაავიწყდეს რომ მიუხედავად იმისა, რომ Omicron ვარიანტი ნაკლებად მძიმეა და საავადმყოფოში პაციენტების მხოლოდ 40%-ი მკურნალობს კოვიდის როგორც „ძირითადი“ დაავადების გამო, მაგრამ კოვიდ-19-ის დიაგნოზი ართულებს ბევრ მდგომარეობას, აუარესებს შედეგებს და ახანგრძლივებს გამოჯანმრთელების პერიოდს. Covid-19-ის უფრო მაღალი მაჩვენებლები საავადმყოფოებში და საზოგადოებაში ასევე იწვევს უფრო მეტ პერსონალის ავადმყოფობას, რაც კიდევ უფრო ფიტავს ისედაც გადატვირთულ და გადაღლის სამედიცინო პერსონალს”.

ბელა თაბუაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები