სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის მოტივაციის ასამაღლებელ ვიდეორგოლს აქვეყნებს.

„ფიქრად გაელვებული იდეა, ხშირად, დიდი წარმატების საწინდარია, წარმატებისა, რომელიც შენია და მუდამ გიბიძგებს ეძიო შესაძლებლობა.

იდეიდან მის განხორციელებამდე და შემდეგაც, ჩვენ მუდამ შენს გვერდით ვართ და ვიქნებით, მაშინაც კი როდესაც გამოწვევებს გადააწყდები და როცა შენი წარმატებებით ვიამაყებთ. ერთად შეგვიძლია ვაშენოთ თანამედროვე და ძლიერი სოფელი“, – აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში და ამბობენ, რომ ისინი არიან თქვენი გზამკვლევი წარმატებული სოფლისკენ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები