მომღერალმა ლელა წურწუმიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მონაწილეებს მეგრულად უმღერა.

“ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ დამთავრდეს ორად გაყოფილი საქართველო. მეტად ვცეთ პატივი ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი. ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება. ჩემი სიმღერით და გრძნობით მოგეფერებით”, – განაცხადა ლელა წურწუმიამ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრი აქცია იმართება.

 

 

მსგავსი თემები