მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ახლა ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ნორმალურად ვარ. საკმაოდ მძიმედ შემოვედი, იმიტომ რომ გამიჭირდა სუნთქვა, ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან, ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან გაადვილა მკურნალობა და ფაქტობრივად, ნახევარ დღეში უკვე ფეხზე დამაყენეს ამ საოცარმა ექიმებმა.

არ ვიცი, რის ფასად აკეთებენ ამ ყველაფერს. ლევან რატიანს ჰყავს უმაგრესი გუნდი და მადლობა ამ თავდადებისთვის. დიდი მადლობა თქვენ, ვინც მგულშემატკივრობთ, ჩემო ძვირფასებო”,- ამბობს ლელა წურწუმია.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები