მსახიობმა ლაშა გურგენიძემ თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ თავის ცხოვრებასა და გამოვლილ სირთულეებზე ისაუბრა. ის ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მისი მეუღლე კრიტიკასაც გამოთქვამს მისი პროფესიის მიმართ და ძალიან ობიექტურია მასთან მიმართებით:

„თუმცა ვუყვარვარ უზომოდ და ყველაფერი უყვარს, რასაც ვაკეთებ. ეს კიდევ უფრო მეტად გვკრავს და გვაერთიანებს. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვკამათობთ და არ გვიჩხუბია. როგორც ყველა წყვილი, ჩვეულებრივები ვართ, უბრალოდ, ცოტა უფრო მეტად ვჩანვართ ეკრანზე, ვიდრე სხვა წყვილი. ყურებამდე და ცამდე ვართ შეყვარებული ერთმანეთზე. მასში მიყვარს ის, რომ ძალიან ემოციურია, შიშველი ნერვია. შეიძლება, ადამიანის სახელიც კი არ იცოდეს, მაგრამ მისი ამბავი ისე განიცადოს, რომ იტიროს, ღამე ვერ დაიძინოს. თან, არის როგორი ვერძი, იცი? ამაზე ვგიჟდები. ასეთი ძლიერი და ასეთი ფაქიზი და მგრძნობიარე რანაირად არის…“

რატომ სთხოვა ლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს ხელი ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ

როგორც ლაშა აღნიშნავს, ზაფხულში იგეგმება ჯვრისწერა: „ზუსტ თარიღს არ ვიტყვი, ორი წლის წინ თარიღი დავთქვით და უცებ ლოქდაუნი გამოცხადდა ორი დღით ადრე, როცა ყველაფერი გადახდილი გვქონდა. წინა წელსაც დავთქვით თარიღი და ისევ ლოქდაუნი გამოცხადდა…“

კითხვაზე, ყველაზე მეტად რისი ეშინია, მსახიობი ამბობს: „იმის მეშინია, რომ ისე ვიცხოვრო, რომ მას ვერ შევხვდე. არ მინდა, რომ სიბნელეში მოვხვდე, რადგან  ვიცი, რომ ის სინათლეშია. ხშირ შემთხვევაში არ გამომდის ასე ცხოვრება, მაგრამ მაქვს მოტივაცია, ვიცხოვრო ისე, რომ მერეც სინათლეში ვიყო…“

ფოტო: „მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია ტკივილი ხილული გახადოს და მე ეს ტკივილი ასე გამოვსახე!“ – მსახიობ ლაშა გურგენიძის მიერ დანახული ომის ტრაგედია

რატომ ჩააბარა დედამ ლაშა გურგენიძე წყნეთის ბავშვთა სახლში: „ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი…“

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები