„ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „რეაქცია“ „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილსა და „ქრონიკის“ რედაქტორს ელისო კილაძეს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.

„გირგვლიანი შენი ქმრის კისერზეა და არა მურუსიძის, რადგან კანონები შეუცვალა და მურუსიძეს გასაქანი აღარ მისცა“. – მიმართა ელისო კილაძემ თამარ ჩერგოლეიშვილს.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

„დაველოდები რამდენ სისულელეს იტყვი“.

ელისო კილაძე:

„სტენოგრამა მაქვს გამოქვეყნებული, რომ კანონები გიგა ბოკერიას ინიციატივით შეიცვალა“.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

„საქვეყნოდ ცნობილი მატყუარა ხარ“!

ელისო კილაძე:

„საერთოდ არ მაღელვებს შენი პოზიცია. მე ვყვები ფაქტს.“

კილაძესა და ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებამ გადაცემის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა.

„პოლიტიკური პროცესის სეფსისზე ვსაუბრობდი და მაგალითიც აქაა “ ჩვენი ასავალდასავალი გვჭირდება, თეთრი ხელთათმანებით საქმე არ გამოდის”!
და აი, ეს სიმყრალე გამოაგორეს – ამ ნაგავს მოაწამლინეს ნახევარნაბიჯა ტყუილებით პოლიტიკური პროცესი.

ბიძინას ამარცხებდნენ ასე“. – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

 

„შენ რეიტინგი არ გაქვსო, ამას მეუბნება ქალი,რომლის ქმარსაც ნეგატივის გამო,ყველა არჩევნების წინ ეკრანებიდან ხსნიდნენ,
რამე გამოლოცვა მასწავლეთ, ჩერგოს წყევლისგან რომ დამიცვას“. – წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები