დღეს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილია. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა, რის შემდეგაც ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში გადაინაცვლეს.
ლიზა ჩიჩუა შთამბეჭდავი საქორწილო კაბის გრძელი ფატით არის წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლის და ლიზას 2-2 მეჯვარე ჰყავთ.
წყვილის ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავცვენაა. სტუმრებს შორისაა, მომღერალი ანდრია გველესიანი მეუღლესთან ერთად, სალომე ბაკურაძე, პავლე მგელაძე, ჯულიანა ბარ-გნარი, ოთო ფოლადაშვილი. მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მეუღლესთან ერთად. ასევე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად.
ქორწილიდან უახლეს კადრებს ირაკლი მაქაცარიას მეჯვარე, მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი გვიზიარებს.
ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ჯვარი დაიწერეს: კადრები ცერემონიიდან