ნიდერლანდელი ჟურნალისტი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების კონფიდენციალურ ვიდეოკონფერენციაზე შემთხვევით მოხვდა. ამის შესახებ “BBC” წერს.

დანიელ ნერლაანი ვირტუალურ შეხვედრაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ვიდეოკონფერენციის კონფიდენციალური დელატები „ტვიტერზე“ შემთხვევით გამოაქვეყნა.

“თქვენ იცით, რომ საიდუმლო კონფერენციაზე იმყოფებით, რომელზე დასწრების უფლებაც არ გაქვთ” – განუცხადა შემთხვევით აღმოჩენილ ჟურნალისტს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.

“დიახ, ბოდიში, მე ნიდერლანდელი ჟურნალისტი ვარ. ბოდიში, რომ კონფერენცია შეგაწყვეტინეთ”– თქვა ჟურნალისტმა და დაძინა, რომ დაუყოვნებლივ დატოვებდა კონფერენციას. ამის შემდეგ ვიდეოკონფერენცია მალევე შეწყდა.

მსგავსი თემები