„დარჩენილია ერთი გასროლა… როგორც ზვიად გამსახურდია შემოიყვანეს, ისეა შემოყვანილი სააკაშვილიც“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

„დღეს, სადღაც 4 საათზე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ბოლო 3 დღეა მისი ორგანიზმი გადასხმას ვეღარ იღებს და შეიცვალა აბებით მკურნალობით, თუმცა აბებმა გულისრევის შეგრძნებები გამოიწვია და საკმაოდ მძიმედ გრძნობს თავს.

დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც სააკაშვილს სჭირს, იმდენად იშვიათია, რომ საქართველოში ამის კლინიკები არ არსებობს. ამის მკურნალობა ხდება მაგალითად, საფრანგეთში და სხვადასხვა სახელმწიფოებში. უნდა ეს სააკაშვილს, თუ არ უნდა, მაინც მოუწევს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა.

დრო არის ძალიან ცოტა….

დარჩენილია ერთი გასროლა… გამსახურდიას მოდელია გამოყენებული. როგორც ზვიად გამსახურდია შემოიყვანეს, ისეა შემოყვანილი სააკაშვილიც“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

 

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები