ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში მისი მეგობრის მეზობელზე ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ მას სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება.

“ასეთი ვითარებაა ! გთხოვთ, გააზიაროთ. იქნებ ასე მაინც მივიდეს ადრესატებამდე. ადამიანს სატურაცია აქვს – 87. 84-ზეც კი ჩამოვიდა. ზოგადად, 90-ს ქვემოთ არის საგანგაშო. ვერ სუნთქავს. უმძიმესი მდგომარეობა აქვს.

კოვიდინფიცირებულის კონტაქტია. ტესტი არა აქვს გაკეთებული. სასწრაფოში ეუბნებიან, რომ არ იციან, საერთოდ როდის შეძლებენ მისვლას.

ამასობაში ადამიანი კვდება. ჩემი მეგობრის მეზობელია.
საკონტაქტო – ნინო კვიჟინაძე. 555 644 602.”- წერს ვახო სანაია.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები