მოქალაქე ზურა სუდაძე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გორში ის და მისი თანმხლები პირები პოლიციამ პირბადის გარეშე ყავის სმისთვის დააჯარიმა.

“მადლობა ბატონ სოსო დემეტრაშვილს ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით გიორგი კოშკაძე Giorgi Dodashvili როგორც კი გიორგიმ ჰკითხა სიგარეტი როგორ მოვწიოო პასუხი იყო უნდა დაანებო სიგარეტს თავიო😂😂 p.s არანაირი სიძულვილის შემცველი კომენტარი არ გააკეთოთ.

უბრალოდ ფაქტი იყო სასაცილო და მაგიტომ გაგიზიარეთ😂” – წერს ერთ-ერთი დაჯარიმებული.

 

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 20 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

გაასაჩივრეს თუ არა მოქალაქეებმა გამოწერილი ჯარიმა, “ფორტუნა” დამატებითი ინფორმაციის მიღებას უშუალოდ დაჯარიმებული პირებისგან ცდილობს.

განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოთავაზებთ. აქვე გეტყვით, რომ პირბადის არასწორი ტარებისთვის შსს-მ დღეს, 24 იანვარს, 664 ადამიანი დააჯარიმა. 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები