ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს.

აკა წერს, რომ გაჭირვებული ადამიანებისთვის ტანსაცმელსა და ნივთებს აგროვებენ.

სინჯიკაშვილი ხალხს მოუწოდებს, ჩაერთონ კამპანიაში და რაც არ სჭირდებათ გაჭირვებულებისთვის გაიღონ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში სინჯიკაშვილი ლოკაციასა და ნივთების მიღების წესებზეც წერს.

“კი ხედავთ, მაგრად აცივდა და ქვეყანაში ათასობით ოჯახია, სადაც ერთი თბილი სვიტერის ყიდვაც არ შეუძლიათ. ერთი პატარა რამეც, ძალიან ბევრს ნიშნავს ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. ამიტომ – ხვალ, კვირას, 18 ოქტომბერს, ნახალოვკაში, “ქარვასლა”-ს წინ ავტოსადგომზე, 15:00-დან 21:00-მდე იდგება დიდი მანქანა. შევაგროვებთ ნებისმიერი ზომის და ფორმის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წიგნებს, სათამაშოებს და ყველაფერს რაც სახლში აღარ გჭირდებათ. ამ ყველაფერს წავიღებთ კახეთში და გავუნაწილებთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას
აუცილებელია წესების დაცვა, თორემ ვერ ჩავიბარებთ ვერაფერს და ნუ გვიწყენთ – მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში და ვცდილობთ მაქსიმალური უსაფრთხოება დავიცვათ –
1. ნივთები უნდა იყოს მყარ პარკში შეფუთული და ზედ აუცილებლად უნდა ეწეროს ასაკი და სქესი გარკვევით. მაგ. “კაბა გოგონასთვის 14 წლის” ან ” მამაკაცის ქურთუკი 45 წლის”
2. მანქანასთან ნუ მოხვალთ ერთ ადამიანზე მეტი და დაიცავით დისტანცია.
3. გეკეთოთ ყველას პირბადე და ნუ შეეხებით სხვა ნივთებს.
4. სამწუხაროდ ვერ მოვალთ ადგილზე და ნივთები უნდა მოიტანოთ ადგილზე.
მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ნივთებს 5 დღით ვინახავთ სპეციალურ ადგილას და მხოლოდ შემდეგ დავარიგებთ წინასწარ განსაზღვრულ ოჯახებში.

ნუ დაგეზარებათ მოსვლა რა, გახსოვდეთ რამდენს ნიშნავს სხვისთვის
გელოდებით ყველას და გისურვებთ ჯანმრთელობას
ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ #სიკეთეგადამდებია”-წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები